07:17 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-18 16:18:59, 640 ნახვა

საზოგადოება
აზარაშვილი - გადაცემული ბინების რაოდენობით, 2022 წელი არის რეკორდული წელი ბოლო 30 წლის განმავლობაში

გადაცემული ბინების რაოდენობით, 2022  წელი არის რეკორდული წელი ბოლო 30 წლის განმავლობაში,-აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

უწყების ხელმძღვანელმა დეპუტატებს დევნილთა და ეკომიგრანტთა განსახლების კუთხით არსებული მდგომარეობა დეტალურად გააცნო.

„გასული წლის განმავლობაში 3 530-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი, საიდანაც 2 588 ოჯახი უზრუნველყოფილი იქნა ე.წ. სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში, 500-ზე მეტ  ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი ბინა, ხოლო 438 ოჯახს დაუკანონ

რაც შეეხება 2023 წელს, მიმდინარე წლის განმავლობაში უკვე 900 დევნილი ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი ფართი და ეს ციფრი წლის ბოლომდე მნიშვნელოვნად გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად  105 მლნ ლარი   დაიხარჯა, ხოლო 2023 წელს ამ მიმართულებით გამოყოფილი ასიგნებები 230 მლნ ლარს შეადგენს“,-განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მისივე განმარტებით, განსახლების პარალელურად, სამინისტრო აქტიურად მუშაობს ახალი მშენებლობების დაწყების კუთხითაც.

„დღეის მდგომარეობით დასრულებულია პროცედურები, გაფორმებულია ხელშეკრულებები ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებთან და დაწყებულია მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები ხუთ ქალაქში.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში 6 000 ახალი ბინა, 400 000კვმ-მდე ფართი შენდება დევნილი მოსახლეობისათვის თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბორჯომში“,-განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

 მოგახენებთ, რომ დევნილთა განსახლების მსგავსად, სამინისტრო აქტიურად მუშაობს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლების განსახლების საკითხებზეც.

კერძოდ, 2022 წელს 271 ეკომიგრანტი ოჯახის განსახლდა უსაფრთხო გარემოში, ხოლო 2023 წელს დამატებით 300 ოჯახისათვის იგეგმება საცხოვრებელი სახლის შესყიდვა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics