07:17 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-18 12:11:52, 784 ნახვა

საზოგადოება
გორში 4 წლის ბავშვი, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულების შედეგად გარდაიცვალა - ოჯახი ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებს

გორში, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას ვირუსის გართულების შედეგად 4 წლის ბიჭი დაიღუპა. როგორც გარდაცვლილი მცირეწლოვანის ოჯახის წევრები აცხადებენ, ბავშვს სახლის პირობებში, ოჯახის ექიმის რეკომენდაციების საფუძველზე მკურნალობდნენ, მას შემდეგ კი, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, 4 წლის ბიჭი კლინიკა "გორმედში" გადაიყვანეს.

ოჯახის წევრები "გორმედის" ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. 

"თბილისში უნდა წაგვეყვანა, ძალიან ცუდად რომ იყო... ექიმი გამოვიდა, „უიმე, ჩუტყვავილა აქვსო, აქ როგორ უნდა მივიღოო“. ვეუბნები, ექიმს, რომ ჩქარა, ცუდად არის, ან გადასხმა გაუკეთეთ, ან სხვა რამე-თქო, მაგრამ მოიცადე ჯერ ისტორია უნდა შევავსოთო. მოვკიდეთ ბავშვს ხელი, მაგრამ ერთი არ უთქვამს მოიცადე და აქ გავუკეთებ პირველად დახმარებასო. პირდაპირ გამოვიტაცეთ ბავშვი და წამოვედით",- აცხადებს გარდაცვლილის ბებია.

ოჯახის ნათესავის თქმით, მცირეწლოვანი გორიდან თბილისში წაიყვანეს, მაგრამ ბავშვი გზაში დაიღუპა.

"ჩუტყვავილა ჰქონდა და დამძიმდა. როგორც ყოველთვის, "გორმედში" გულგრილად მიიღეს. წავიყვანეთ თბილისში, მაგრამ ვერ ჩავუსწარით, დედას ჩააკვდა ხელებში. როცა მიხვალ და ერთი საათი სჭირდება იმას, რომ რეანომობილი მობილიზდეს, ან საერთოდ რამე გაკეთდეს. ბავშვს ჩუტყვავილა აქვს და ვერ შევიყვანთ ოთახში, სად ოთახში ვერ შევიყვანთ, გადასხმას ბავშვს ვერ გავუკეთებთ, ხომ შეიძლება მისაღებში გაუკეთო ბავშვს გადასხმა, სადმე, თუ შენ გულგრილი არ ხარ",- ამბობს ოჯახის ნათესავი. 

"გორმედის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ მშობლებმა ბავშვი კლინიკაში ამბულატორიული მომსახურების მიღების მიზნით მიიყვანეს, თუმცა მოგვიანებით, სამედიცინო დაწესებულებიდან თვითნებურად გაიყვანეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics