2023-05-16 12:14:48, 722 ნახვა
საზოგადოება
გუდამაყრის ხეობაში მაშველებმა ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს
გუდამაყრის ხეობაში მყვინთავ-მაშველებმა ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, დაღუპული ლიეტუვის მოქალაქეა.
როგორც ცნობილია, გუშინ, 15 მაისს რამდენიმე ადამიანი ხეობაში ჯომარდობდა, რა დროსაც ორი მათგანი მდინარე არაგვში გადავარდა.
კიდევ ერთი დაკარგულის ცხედარი მაშველებმა გუშინვე იპოვეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,