2023-05-11 10:52:52, 791 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გლდანის გამგეობის მიერ, რაიონში ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, ამ ეტაპზე, შესაბამისი სამუშაოები გლდანულას N2-2ა კორპუსებთან დასრულდა.
"შეიცვალა ლითონის დაზიანებული მავთულ-ბადეები, დაიგო ხელოვნური ბალახის საფარი და შეიცვალა სხვა საჭირო ინვენტარი.
სპორტული მოედნის რეაბილიტაციისთვის ჯამში, 57 846 ლარი დაიხარჯება",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),