09:43 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-10 22:43:37, 841 ნახვა

საზოგადოება
პროკურატურის თანამშრომლებისთვის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თემაზე ტრენინგი ჩატარდა

საქართველოს პროკურატურის და აშშ-ის საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებით, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის თანამშრომლებისთვის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თემაზე ტრენინგი ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

ტრენინგს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე ზედამხედველობისა და სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ნინო აღლემაშვილი, ამავე დეპარტამენტის პროკურორები - ირაკლი ქარდავა, ნათია გურული და აშშ საელჩოს სამართლებრივი მრჩეველი ლენა ოუენსი უძღვებოდნენ.

სამდღიანი ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეებმა ნაფიც მსაჯულთა განსჯადი საქმეების სასამართლოში განხილვის სპეციფიკის, ნაფიც მსაჯულთა შერჩევის, შესავალი და დასკვნითი სიტყვების წარდგენის, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვების ტექნიკის, ასევე ნაფიც მსაჯულთა განსჯად საქმეებზე საპროკურორო ხელმძღვანელობის აქტუალური საკითხების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. ამასთან, ტრენინგი როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკული სავარჯიშოების ნაწილს მოიცავდა.

საქართველოს პროკურატურისა და აშშ საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლობით, ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტის INL პროგრამის მხარდაჭერით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თემაზე ტრენინგების ციკლი წლის განმავლობაში ქვეყნის ყველა რეგიონში ჩატარდება.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ინსტიტუტის გაძლიერება და ამ მიმართულებით პროკურორთა კვალიფიკაციის ამაღლება საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ როგორც სასწავლო აქტივობებს, ასევე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ ღონისძიებებს საქართველოს პროკურატურა მომავალშიც აქტიურად განაგრძობს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
მოსკოვის დასავლეთით, მაღალსართულიან შენობას დრონი შეეჯახა
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics