09:43 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-10 14:59:35, 755 ნახვა

საზოგადოება
ადვოკატთა ასოციაციის წევრებმა თავდაცვის ძალებში საბრძოლო მომზადების კურსი დაასრულეს

საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრმა ინდივიდუალური საბრძოლო მომზადების კურსის ფარგლებში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ასოციაციის წევრებს რამდენიმე დღის განმავლობაში სამედიცინო, ტოპოგრაფიული, საინჟინრო, საცეცხლე, სამოქალაქო თავდაცვის მიმართულებით თეორიული სწავლებების გავლისა და საერთო საჯარისო ცენტრის ხელმძღვანელებისა და ინსტრუქტორების დახმარებით, მათი პრაქტიკაში განხორციელების შესაძლებლობა ჰქონდათ. 

"კრწანისში, საერთო საჯარისო ცენტრში შეკრებულ სტუმრებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე შეხვდა, პროექტის მიზანსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა და საზოგადოებისთვის თავდაცვის ძალების, ჯარისკაცის ცხოვრების, ჯარში არსებული პირობებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობების გაცნობის საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება. თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობის, სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობის მნიშვნელობა აღნიშნა ასევე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებს მსგავსი შესაძლებლობისთვის მადლობა გადაუხადა. სამხედრო ბაზაზე ვიზიტისა და მომზადების განმავლობაში, სტუმრებს თავდაცვის ძალების მიზნებისა და სტრუქტურის, საერთო საჯარისო ცენტრის ამოცანის, თავდაცვის კოდექსის პროექტისა და მასში გათვალისწინებული მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ პრეზენტაციები წარუდგინეს. 

საერთო საჯარისო ცენტრში ინდივიდუალური საბრძოლო მომზადების კურსი უკვე ჩაუტარდათ კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს. პროექტი მომავალშიც გაგრძელდება. თავდაცვის ძალების მიმართ ცნობიერების ამაღლებისა და სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სხვადასხვა პროექტს ახორციელებს",- ნათქვამია თავდაცვის უწყების ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
მოსკოვის დასავლეთით, მაღალსართულიან შენობას დრონი შეეჯახა
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics