10:32 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-06 12:51:25, 934 ნახვა

საზოგადოება
მეუფე იაკობი - ზოგიერთი ტვინგამორეცხილისგან მოვისმინე, რომ ოჯახზე, ღმერთზე და სარწმუნოებაზე ლაპარაკი რუსეთუმეობა ყოფილა [ვიდეო]

ოჯახზე, ღმერთზე, სარწმუნოებაზე ლაპარაკი, როგორც ზოგიერთი ტვინგამორეცხილისგან მოვისმინე, რუსეთუმეობა ყოფილა,- ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

მისი თქმით, არ უკვირს იმის თუ რა ხდება ახლა ქვეყანაში.

"გარეთ რა ხდება იმისი არ მიკვირს, მე მიკვირს, რომ საქართველოში არიან ისეთი ადამიანები, ტვინში მოსდით ისეთი აზრები, რომ ადამიანი თუ ლაპარაკობ ოჯახზე, ადამიანი თუ ლაპარაკობ ღმერთზე, შენს სარწმუნოებაზე, თუ ლაპარაკობ მოყვასის სიყვარულზე, ღირსებაზე და გინდა, ეს იყოს შენში არამარტო შენში, არამედ შენს ხალხშიც ეს იყოს, ხომ? თავისუფლება თუ გინდა, ბევრი რამე თუ გინდა, ეს ყოფილა როგორც ზოგიერთი ტვინგამორეცხილისგან მოვისმინე, რუსეთუმეობა ყოფილა ...

ჩვენ ხომ არ ვამბობთ იმას, რომ ვინმე უნდა ვჩაგროთ ხომ? მამა რომ მამაკაცია და დედა რომ ქალბატონია ამას რამე კითხვა უნდა? ჩვენს ქვეყანაში მასეა და მასეც იქნება"- განაცხადა მეუფე იაკობმა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა
საკრუიზო გემზე MV Hondius ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების და ტანკერების გათავისუფლების ოპერაციას იწყებს
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics