10:59 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-05 19:31:50, 1115 ნახვა

მსოფლიო
ტრამპი - ჩვენ ვიბრძვით ბარბაროსების წინააღმდეგ, რომლებსაც ჩვენი ტრადიციების განადგურება სურთ

ჩვენ გვჯერა, რომ რწმენა და ოჯახი კარგი და თავისუფალი საზოგადოების საფუძველია, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უნგრეთში მიმდინარე „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის“ წინაშე ვიდეომიმართვისას.

მისივე თქმით, მსოფლიო ახლა ჩართულია ისტორიულ ბრძოლაში მარქსისტ გლობალისტებთან და კომუნისტებთან, აქედან გამომდინარე ცივილიზებული სამყარო იბრძვის ბარბაროსების წინააღმდეგ, რომლებსაც სურთ გაანადგურონ თავისუფლება, ტრადიციები და ყველაფერი, რაც ძვირფასია.

„დიდი პატივია მივმართო თავისუფლებისმოყვარე პატრიოტებს, რომლებიც შეიკრიბნენ უნგრეთში, რათა აღნიშნონ მარადიული ღირებულებები და პრინციპები, რომლებიც აერთიანებს კონსერვატორებს მთელ მსოფლიოში. ჩვენ გვჯერა, რომ რწმენა და ოჯახი კარგი და თავისუფალი საზოგადოების საფუძველია. ჩვენ გვჯერა, რომ ქვეყანა საზღვრების გარეშე არ არის ქვეყანა. ჩვენ გვჯერა ტრადიციის, კანონის როლის, სიტყვის თავისუფლებისა და თითოეული ადამიანის სიცოცხლის ღვთისგან ბოძებული ღირსების.

ეს არის იდეები, რომელიც აერთიანებს ჩვენს მოძრაობას და ეს არის იდეები, რომელიც გადაარჩენს დასავლურ ცივილიზაციას. მოგეხსენებათ, ჩვენ ახლა ჩართული ვართ ისტორიულ ბრძოლაში მარქსისტ გლობალისტებთან და კომუნისტებთან მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვიბრძვით ბარბაროსების წინააღმდეგ, რომლებსაც სურთ გაანადგურონ ჩვენი თავისუფლება, ჩვენი ტრადიციები და ყველაფერი, რაც ჩვენთვის ძვირფასია“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის დაზვერვამ კადიროვის სპეცრაზმის ახმატის ათობით მებრძოლი მოკლა
უკრაინამ ჩელიაბინსკის მახლობლად მდებარე აეროდრომზე სუ-57 და სუ-34 ტიპის გამანადგურებლების დაბომბვის შესახებ განაცხადა
ტრამპმა კონგრესს განუცხადა, რომ ირანთან ომი შეწყდა
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics