13:31 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-04 13:10:34, 607 ნახვა

საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) შორის საგრანტო ხელშეკრულებები გაფორმდა

საგრანტო ხელშეკრულებების ფარგლებში, მომდევნო წლის განმავლობაში, კავკასიის ბუნების ფონდი (CNF) უზრუნველყოფს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ყველა ადმინისტრაციის ველზე მომუშავე თანამშრომლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსებას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, თანამშრომლობა ასევე ითვალისწინებს დაცული ტერიტორიების რეგიონული ადმინისტრაციების თანამშრომლების უზრუნველყოფას სახელფასო დანამატებით.

ხელშეკრულებებს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით იოსებაშვილმა და კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) აღმასრულებელმა დირექტორმა, თობიას მიუნხმაიერმა მოაწერეს.

„დაცული ტერიტორიების სააგენტო მრავალი წელია მჭიდროდ თანამშრომლობს კავკასიის ბუნების ფონდთან. მოხარული ვართ, რომ წელსაც მოვაწერეთ ხელი საგრანტო ხელშეკრულებას, რომელიც მიმართულია ჩვენი თანამშრომლების მოტივაციის ამაღლებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებისკენ", - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.

კავკასიის ბუნების ფონდი (CNF) წლების განმავლობაში თანამშრომლობს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან და დიდი წვლილი შეაქვს როგორც დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ასევე თანამშრომლების მოტივაციის ამაღლებასა და მათ წახალისებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
ერევანში ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტის პლენარული სესია გაიხსნა
კალასი - საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics