13:31 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-03 11:47:41, 648 ნახვა

საზოგადოება
EU-ის წარმომადგენლობა - თავისუფალი და პლურალისტური პრესა მდგრადი დემოკრატიების განუყოფელი ნაწილია

ჩვენ მხარს ვუჭერთ პლურალიზმს, გამოხატვის თავისუფლებას და ხარისხიან ინფორმაციას როგორც ევროკავშირში, ასევე საქართველოში და მთელ მსოფლიოში,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გამოხატვის თავისუფლება ევროკავშირის ძირითადი ღირებულებაა.

"დღეს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა, რომელიც მთელ მსოფლიოში უკვე 30 წლის განმავლობაში ყოველწლიურად აღინიშნება. UNESCO-ს წლევანდელი თემა ამ დღის აღსანიშნავად არის „უფლებების მომავლის ფორმირება: გამოხატვის თავისუფლება, როგორც ადამიანის ყველა სხვა უფლებების მამოძრავებელი ძალა“.

პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე გვახსენებს, რომ პრესის თავისუფლებას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მედიასაშუალებები და ჟურნალისტები არსებით როლს ასრულებენ: ისინი ხელს უწყობენ ფაქტების გადამოწმებასა და გავრცელებას, ქმნიან სივრცეებს, სადაც შესაძლებელია იდეების განხილვა და იმ ადამიანების გაგონება, ვისი ხმაც სათანადოდ არ ისმის.

მედიის თავისუფლების დაცვა ყველას საზრუნავია, რადგან:

  • თავისუფალი და პლურალისტური პრესა მდგრადი დემოკრატიების განუყოფელი ნაწილია;
  • სანდო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ადამიანის ყველა უფლებების უზრუნველყოფისა და სრულყოფილი დემოკრატიის არსებობის პირობას წარმოადგენს;
  • პრესის თავისუფლება ნიშნავს, რომ მედიას შეუძლია გამოავლინოს უსამართლობა, მოითხოვოს ანგარიშვალდებულება ხელისუფლების წარმომადგენლებისგან და იბრძოლოს კორუფციის წინააღმდეგ;
  • სამართლებრივი დაშინება და მედიის წინააღმდეგ შეურაცხმყოფელი სასამართლო პროცესები ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს;
  • გამოხატვის თავისუფლების უფლება განცხადებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-19 მუხლში.

გამოხატვის თავისუფლება ევროკავშირის ძირითადი ღირებულებაა. ჩვენ მხარს ვუჭერთ პლურალიზმს, გამოხატვის თავისუფლებას და ხარისხიან ინფორმაციას როგორც ევროკავშირში, ასევე საქართველოში და მთელ მსოფლიოში",- აღნიშნულია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
ერევანში ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტის პლენარული სესია გაიხსნა
კალასი - საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics