13:33 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-03 10:38:04, 979 ნახვა

საზოგადოება
„თიბისი კონცეპტი“ შეხვედრას „მოდის სცენის მიღმა ცხოვრება“-ს უმასპინძლებს

5 მაისს, 8 საათზე, "თიბისი კონცეპტის" მულტიფუნქციური სივრცე, Ieri Store-თან და Forbes Woman Georgia-სთან პარტნიორობის ფარგლებში, უმასპინძლებს საჯარო ლექციას თემაზე "მოდის სცენის მიღმა ცხოვრება".

შეხვედრის მთავარი სპიკერები იქნებიან Balenciaga Heritage-ის ყოფილი ხელმძღვანელი, Gael Mamine  და Margiela-ს ყოფილი სცენოგრაფი, Ania Martchenko.

გაელი და ანია გაუზიარებენ აუდიტორიას თავიანთ გამოცდილებას ინდუსტრიაში, ისაუბრებენ განხორციელებულ და სამომავლო პროექტებზე და მათ თანამშრომლობაზე მოდის ცნობილ ბრენდებთან. ასევე, განიხილავენ კულტურული მემკვიდრეობის ბრენდად გადაქცევის უპირატესობებს, კომუნიკაციის მნიშვნელობას კულტურებს შორის და იმ გავლენებზე რაც ქართულმა კულტურულმა მემკვიდრეობამ იქონია ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

გაელ მამინი იყო Balenciaga Heritage და Pierre Bergé - Yves Saint Laurent Foundation კოლექციების ხელმძღვანელი. ამჟამად მუშაობს როგორც მოდის გამოფენების ასოცირებული კურატორი ევროპაში, აზიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ანია მარჩენკო სცენის დიზაინერი და სამხატვრო ხელმძღვანელია. 2003 წლიდან 2008 წლამდე, მუშაობდა Maison Martin Margiela-ში, როგორც გამოფენების სცენოგრაფი და ინტერიერის დიზაინერი.

შეხვედრა გაიმართება ინტერაქციულ რეჟიმში, ინგლისურ ენაზე.

დასასწრებად, გთხოვთ რეგისტრაცია გაიაროთ www.conceptevents.ge - ზე, რის შემდეგაც კონცეპტ ასისტენტი დაგიდასტურებთ შეხვედრაზე დასწრებას. *ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
ერევანში ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტის პლენარული სესია გაიხსნა
კალასი - საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics