11:58 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-02 19:34:30, 793 ნახვა

მსოფლიო
გაერო-ს მონაცემების თანახმად, სუდანში შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების შემდეგ, ქვეყნიდან 100 000-ზე მეტი ადამიანი გაიქცა

სუდანის არმიასა და „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების შემდეგ, ქვეყნიდან 100 000-ზე მეტი ადამიანი გაიქცა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC გაერო-ს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გაერო-ს ანგარიშის თანახმად, ბოლო ორი კვირის განმავლობაში სუდანში 334 000 ადამიანი იძულებული გახდა, საკუთარი საცხოვრებელი დაეტოვებინა.

ორშაბათს, პირველ მაისს, გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა სუდანში, ვოლკერ პერტესმა განაცხადა, რომ მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებზე შეთანხმდნენ, შეხვედრის პოტენციურ ადგილად კი საუდის არაბეთი განიხილება.

ცნობისთვის, სუდანში ქვეყნის არმიასა და სამხედრო დაჯგუფების „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის დაპირისპირება 15 აპრილს დაიწყო და ამ დრომდე არ შეწყვეტილა.

დაპირისპირების დაწყებიდან დღემდე, მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე რამდენჯერმე შეთანხმდნენ, თუმცა ზავის პირობები არაერთხელ დაირღვა.

15 აპრილის შემდეგ, სხვადასხვა ქვეყნებმა დედაქალაქ ხართუმიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყეს. სუდანში იმყოფებოდა საქართველოს 35-მდე მოქალაქეც, რომელთა სამშობლოში დაბრუნებაც 27-28 აპრილს მოხერხდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
უკრაინის დაზვერვამ კადიროვის სპეცრაზმის ახმატის ათობით მებრძოლი მოკლა
უკრაინამ ჩელიაბინსკის მახლობლად მდებარე აეროდრომზე სუ-57 და სუ-34 ტიპის გამანადგურებლების დაბომბვის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics