13:31 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-01 23:45:33, 736 ნახვა

საზოგადოება
მდინარაძე - ლგბტ პროპაგანდამ შესაძლოა კონკრეტული ჯგუფის წარმომადგენლების რაოდენობა დრამატულად გაზარდოს

ლგბტ-პროპაგანდამ შესაძლოა დრამატულად გაზარდოს კონკრეტული ჯგუფის წარმომადგენლების რაოდენობა, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძე, ტელეკომპანია „იმედის” მიერ მომზადებულ სიუჟეტს, სადაც საუბარია „გელაპის“ კვლევის შედეგებზე.

მისივე თქმით, "გელაპის" კვლევამ ერთ-ერთი ქვეყნის მაგალითით აჩვენა, რომ ლგბტ პროპაგანდამ დრამატულად გაზარდა კონკრეტული ჯგუფის წარმომადგენლების რაოდენობა, აქედან გამომდინარე ამ საკითხზე სახელმწიფოს სერიოზული დაფიქრება მართებს.

„თანამედროვე მსოფლიოში ძალიან აქტუალური გახდა ეს საკითხი. თქვენ გახსოვთ ალბათ წლების განმავლობაში კონცეფცია იმის შესახებ, რომ პროპაგანდამ არ შეიძლება ამ მიმართულებით ვიღაცის რაოდენობა გაზარდოს ან შეამციროს, მაგრამ რასაც „გელაპის” კვლევაში ვკითხულობთ, ეს ნიშნავს, რომ პროპაგანდას შეუძლია გარკვეული რაოდენობის ზრდა, და თან არა უბრალო ზრდა, არამედ სერიოზული ზრდა.

გელაპის” კვლევას თუ დავუჯერებთ (ეს არის ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაცია) ამბობს, რომ ერთ-ერთ ქვეყანაში [ლგბტ-პროპაგანდამ] გაზარდა დრამატულად კონკრეტული ჯგუფის წარმომადგენლების რაოდენობა. ჩვენ გვმართებს, რომ ამაზე სერიოზულად ვიფიქროთ.

ეს არ არის მარტივი თემა, ერთ-ერთი ძალიან სენსიტიური თემაა და თემა, რომელსაც თავისი განშტოებები აქვს და ყველა განშტოებას თავისი მიმდევარი ჰყავს ადამიანებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების თვალსაზრისით”, - განაცხადა მდინარაძემ.

„ექსპრესნიუსის” რედაქცია ემიჯნება დეზინფორმაციულ და ჰომოფობიურ განცხადებებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
ერევანში ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტის პლენარული სესია გაიხსნა
კალასი - საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics