|
2023-05-01 19:19:13, 764 ნახვა
საზოგადოება
მშობლები აზარაშვილს - ჩვენ აქამდეც, ახლაც და მომავალშიც, ვაცხადებთ მზადყოფნას, რომ სამინისტროს წარმომადგენლებს შევხვდეთ
ჩვენ აქამდეც, ახლაც და მომავალშიც, ვაცხადებთ სრულ მზადყოფნას შევხვდეთ სამინისტროს წარმომადგენლებს. ასე უპასუხეს აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა, ჯანდაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს, რომელმაც მშობლებს მოლაპარაკებებისკენ და საპროტესტო აქციების შეწყვეტისკენ მოუწოდა. განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ დიალოგის რეჟიმის პარალელურად, დედების უწყვეტი აქცია გაგრძელდება, იქამდე, სანამ მთავარი მოთხოვნა, განკარგულებაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერა არ შესრულდება. "უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში, მთავრობის მხრიდან ჩვენთან არცერთი პირი არ გამოსულა პირდაპირ კომუნიკაციაზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აქამდეც, ახლაც და მომავალშიც, ვაცხადებთ სრულ მზადყოფნას შევხვდეთ სამინისტროს წარმომადგენლებს, მათგან შემოთავაზება არ ყოფილა. აქვე დავაკონკრეტებთ, რომ დიალოგის რეჟიმის პარალელურად, დედების უწყვეტი აქცია გაგრძელდება მთავარი მოთხოვნის - განკარგულების აქტზე პრემიერის ხელმოწერის - შესრულებამდე. მისასალმებელია, ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფაზე მზაობა. ეს დიდი ცვლილებაა, რადგან, გვახსოვს ჩვენ, 14 დღის წინ, მშობლებთან შეხვედრის დროს, ქალბატონ თამარ გაბუნიას სიტყვები, როცა დედებს გვითხრა, რომ თანხები არ ჰქონდათ მედიკამენტისთვის. და ბოლოს, გონივრული ვადის (არაუგვიანეს 1-ელი სექტემბრისა) არ არსებობის გარეშე ჩვენთვის საეჭვო დარჩება სამუშაო პროცესის პროდუქტიულობა," - ნათქვამია მშობლების განცხადებაში. შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები სამუშაო მაგიდასთან შეთანხმებებისთვის, მოლაპარაკებებისთვის და საპროტესტი აქციების შეწყვეტისთვის მიიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)