|
2023-05-01 18:35:50, 778 ნახვა
საზოგადოება
ლაზარე გრიგორიადისის მამა - როგორ ვენდო მე ამ სასამართლოს, რომ შვილი გამისამართლოს
თბილისის საქალაქო სასამართლოში მარტის აქციების დროს პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობასა და პატიმრობის მიზანშეწონილობაზე უნდა იმსჯელონ. როგორც ლაზარე გრიგორიადისის მამამ, ბექა გრიგორიადისმა განაცხადა, ოჯახმა მოითხოვა ნაფიცი მსაჯულები, რადგან მისთვის საქალაქო სასამართლო ნდობით არ სარგებლობს. "როგორ ვენდო მე ამ სასამართლოს რომ გამისამართლოს შვილი. არა. ამიტომ მოვითხოვეთ ნაფიცი მსაჯულები. ანუ, ჩვენ ხომ არ ვიძახით, ხომ არ გავურბივართ, სამართალს, რომ გაირვეს, დააზიანა თუ არა ლაზარემ ვინმე. ძაან კარგად უყურეთ ხო ვიდეოებს - მიკერილი, იქ ვიღაცა ჩანს, იქ... ყველგან როგორ იყო ეს ჩემი შვილი, ის ხომ არ იყო მართლა... მანქანასთან, ცეცხლთან, "ვაფშე" სხვა პიროვნებაა, სხვა რაღაცები აცვია, იმას რომ ისვრის, სულ სხვა ადამიანია... საერთოდ არ ვენდობი გამოძიებას", - განაცხადა ბექა გრიგორიადისმა. შეგახსენებთ, "უცხოური აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. 21 წლის ახალგაზრდას პოლიციელზე თავდასხმასა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებიან. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ლაზარე გრიგორიადისმა მიმდინარე წლის 7, 8, 9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. ასევე, მან ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს. აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით წარიმართა. 31 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)