14:31 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-01 12:42:33, 602 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე - თბილისის მერია არ განსაზღვრავს, თუ რომელი კომპანიისგან უნდა იყოს შესყიდული ტექნიკა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია ტენდერებს კანონით გათვალისწინებული წესით აცხადებს და არ აქვს უფლება, ტენდერის მონაწილეები რაიმე ნიშნით შეზღუდოს.

საუბარია „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ, ქუჩების მორეცხვის მიზნით შესყიდულ, „კამაზის“ მარკის ავტომანქანებზე. 

„თბილისის მერია არ განსაზღვრავს, თუ რომელი კომპანიიდან უნდა იყოს შესყიდული ტექნიკა და არანაირი უფლება არ აქვს, კანონით განსაზღვროს, რომელი ქვეყნიდან უნდა იყოს ტექნიკა ან რომელი ფირმის უნდა იყოს. თბილისის მერია აცხადებს შესაბამის ტენდერს, რომელიც არის კანონით გაწერილი. თუ რაიმე პრობლემა არსებობს, აღნიშნულ კომპანიებს ვერ ექნებათ ტენდერში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, ეს შეიძლება იყოს ქართული კომპანია ან უცხოური“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics