14:30 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-01 12:04:19, 653 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის ძალებში შვიდკაცა რაგბის ტურნირი დასრულდა

თავდაცვის ძალებს შორის შვიდკაცა რაგბის ტურნირი დასრულდა. ფინალური შეჯიბრება ნუცუბიძის პლატოზე მდებარე რაგბის სტადიონზე გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ტურნირში მონაწილეობას თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფისგან დაკომპლექტებული რვა გუნდი იღებდა, გამარჯვებულები კი სამ საპრიზო კატეგორიაში გამოვლინდნენ.

"პირველი ადგილი მე-4 ქვეითმა ბრიგადამ დაიკავა, ხოლო მეორე და მესამე ადგილები მე-3 და მე-2 ქვეითმა ბრიგადის გუნდებმა გადაინაწილეს. ფინალში მოთამაშე გუნდებს ბრინჯაოს, ვერცხლის და ოქროს მედლები გადაეცათ. გამარჯვებულ გუნდს თასი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ გადასცა.

ტურნირში მონაწილეებიდან საუკეთესო მოთამაშეები შეირჩევიან, რომლებიც თავდაცვის ძალების ნაკრებს დააკომპლექტებენ და უწყების სახელით 2023 წლის აგვისტოში საფრანგეთში დაგეგმილ რაგბის მსოფლიო სამხედრო ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას",- აღნიშულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics