2023-04-27 16:20:54, 816 ნახვა
მსოფლიო
რომის პაპი ვატიკანში უკრაინის პრემიერ-მინისტრს, დენის შმიგალს შეხვდა
რომის პაპი ფრანცისკე ვატიკანში უკრაინის პრემიერ-მინისტრს, დენის შმიგალს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრემიერი Telegram-ზე ავრცელებს.
შმიგალის თქმით, რომის პაპთან უკრაინის მშვიდობის ფორმულა განიხილა.
„ჩვენ განვიხილეთ მშვიდობის ფორმულა, მისი უწმინდესობისა და ასევე, აღნიშნული ფორმულის ყველა პუნქტის შესრულებაში პაპ ფრანცისკეს დახმარება",- განაცხადა შმიგალმა აუდიენციის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
გარდა ამისა, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა რომის პაპს რუსეთში უკანონოდ დეპორტირებული ბავშვების დაბრუნებაში დახმარება სთხოვა და პაპი ფრანცისკე უკრაინაში მიიწვია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,