17:46 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-25 16:17:19, 818 ნახვა

საზოგადოება
უკრაინის თავდაცვის უწყების ცნობით, სუდანიდან უკრაინის, საქართველოსა და პერუს მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სუდანიდან უკრაინის 87 მოქალაქესთან ერთად, საქართველოსა და პერუს მოქალაქეების ევაკუციაც განახორციელეს. 

თავდაცვის უწყების მიერ გარცელებული ინფორმაციის თანახმად, სულ 138 მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა, მათ შორის 35 ქალი და 12 ბავშვი იყო. 

უწყებაში ამბობენ, რომ ყველა ევაკუირებული უსაფრთხო ადგილას, ეგვიპტეში იმყოფება.

ცნობისთვის, დღეს, 25 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეების სუდანიდან ევაკუაციის პირველი ეტაპი დასრულდა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სუდანის დედაქალაქ ხართუმში იმყოფებოდნენ, ნეიტრალურ ზონაში, სუდან-ეგვიპტის საზღვარზე გადაიყვანეს.

საქართველოს 35-მდე მოქალაქე სუდანის დატოვებას მას შემდეგ ვერ ახერხებდა, რაც 15 აპრილს, ქვეყნის არმიასა და სამხედრო დაჯგუფების, „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის დაპირისპირება დაიწყო.

18 აპრილს დაპირისპირებული მხარეები 24 საათის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა ზავი დაირღვა.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ზავი 21 აპრილს მეორედ დაიდო. დაპირისპირებული მხარეები 72 საათის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტაზე იყვნენ შეთანხმებული.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გაარცელა ინფორმაცია, რომ დაპირისპირებულმა მხარეებმა კიდევ ერთ შეთანხმებას მიაღწიეს. ოფიციალური განცხადების მიხედვით, სუდანის შეიარაღებული ძალები და გასამხედროებული „სწრაფი მხარდაჭერის ძალები“ 72 საათით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ​.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
EU-ს ანგარიშში TV იმედის, რუსთავი 2-სა და Pos TV-ის დასანქცირებას ითხოვენ
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics