17:46 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-25 13:10:36, 848 ნახვა

საზოგადოება
IRI - მოსახლეობის 61% სააკაშვილის სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანას მხარს მტკიცედ უჭერს

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი" 2023 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 43% მიხეილ სააკაშვილის სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანას მხარს მტკიცედ უჭერს; 18% - გარკვეულწილად მხარს უჭერს; 26% - კატეგორიულად ეწინააღმდეგება; 7% - გარკვეულწილად ეწინააღმდეგება; ხოლო 6% - კითხვას არ პასუხობს.

IRI-ის ცნობით, კვლევა ჩატარდა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორის, რასა ალიშაუსკინეს მიერ.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 63%.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
EU-ს ანგარიშში TV იმედის, რუსთავი 2-სა და Pos TV-ის დასანქცირებას ითხოვენ
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics