18:50 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-24 19:25:56, 965 ნახვა

საზოგადოება
თამარ გაბუნია „ვოსორიატიდზე“ - როდესაც საქმე გვაქვს არასტანდარტულ მკურნალობასთან, საჭიროა მეტი სიფრთხილე, დრო და გარკვეული ეტაპების გავლა

"მედიკამენტი ჯერჯერობით არცერთ სტანდარტულ მკურნალობაში შეტანილი არ არის. როდესაც საქმე გვაქვს არასტანდარტულ მკურნალობასთან, საჭიროა მეტი სიფრთხილე, მეტი დრო და გარკვეული ეტაპების გავლა", - აღნიშნულის შესახებ თამარ გაბუნიამ, მედიკამენტ „ვოსორიტიდთან" დაკავშირებით განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით,სამინისტროს პოზიცია არის შემდეგი-გაგრძელდეს მუშაობა იმ მიმართულებით, რომ უწყებამ მაქსიმალურად უსაფრთხოდ მოახერხოს მედიკამენტის ქვეყანაში დანერგვა.

„ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ უარს ვამბობდით ამ მედიკამენტის ქვეყანაში შემოტანაზე. მწარმოებელთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. სამინისტრომ კონსულტაციები დაიწყო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, ევროპის იშვიათი დაავადებების ასოციაციასთან, მწარმოებელთან გასული წლის ბოლოს. თუ ამ მედიკამენტის ქვეყანაში შემოტანის ინტერესი არ გვქონდა, მაშინ რა მიზნებს ემსახურებოდა ეს კონსულტაციები, რაც დღესაც გრძელდება?! ამ ტიპის ფორმატში ძალიან რთულია კონსტრუქციული გადაწყვეტილების მიღება. თუ ეს ყველაფერი ბავშვის ინტერესს ემსახურება, მაშინ მთავარია, რომ ეს ყველაფერი გადავიდეს ისევ კონსტრუქციულ, სამეცნიერო რეჟიმში და ვიმსჯელოთ რისკებზე. იმ რისკების გადაზღვევის გზებზე, რაც შესაძლებელია ქვეყანაში ინოვაციური მედიკამენტის დანერგვას უკავშირდებოდეს", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
კობახიძემ ერევანში სააკაშვილი და ოპოზიციის ალიანსი გალანძღა
ზელენსკი კობახიძესთან შეხვედრაზე - ჩვენს ქვეყნებს შორის გადაუჭრელი საკითხები მართლაც არსებობს
კობახიძე ისევ რევოლუციის მცდელობებზე საუბრობს და ევროპულ ლიდერებს ადანაშაულებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics