12:53 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-21 15:39:10, 1157 ნახვა

მსოფლიო
დიდმა ბრიტანეთმა ვლადიმერ კარა-მურზას მოწამვლისა და დაპატიმრების საქმეზე ხუთ პირს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა რუსი ოპოზიციონერის, ვლადიმერ კარა-მურზას მოწამვლისა და დაპატიმრების საქმეზე ხუთ პირს სანქციები დაუწესა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ჯეიმს კლევერლი ავრცელებს.

მისი თქმით, სანქცირებულ პირებს შორის არიან რუსი გამომძიებლები და მოსამართლე და უსაფრთხოების სამსახურის ორი აგენტი, რომლებსაც კავშირი აქვთ 2015 და 2017 წელს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მოწამვლასთან.

"რუსეთის მიერ ვლადიმერ კარა-მურზას მიმართ მოპყრობა კიდევ ერთხელ აჩვენებს მის სრულ ზიზღს ადამიანის ძირითადი უფლებების მიმართ. დღეს მის საქმესთან დაკავშირებული ხუთი პირია სანქცირებული, რაც მკაფიო მესიჯს აგზავნის, რომ დიდი ბრიტანეთი არ დაუჭერს მხარს ერთ-ერთი მოქალაქის მიმართ ასეთ მოპყრობას.

გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს ბატონ კარა-მურზასა და მის ოჯახს მხარდაჭერას. მოვუწოდებ რუსეთს დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს იგი",- განაცხადა კლევერლიმ.

მისივე თქმით, სანქციები ითვალისწინებს აქცივების გაყინვასა და დიდ ბრიტანეტში მოგზაურობის აკრძალვას.

შეგახსენებთ, რომ 17 აპრილს,მოსკოვის საქალაქო სასამართლომ რუს ოპოზიციონერ აქტივისტს, პოლიტიკოსს და პუბლიცისტს ვლადიმერ კარა-მურზას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალად რუსული არმიის დისკრედიტაცია, რუსეთში არასასურველ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და სახელმწიფოს ღალატი დასდეს .​

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics