20:51 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-20 16:11:41, 560 ნახვა

საზოგადოება
შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით გამართულ ღონისძიებას დაესწრო

20 აპრილს,  სასტუმრო ,,თბილისი მარიოტში", აზიის განვითარების ბანკის (ABD) მხარდაჭერით, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლების ჩართულობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

აღნიშნული ღონისძიება გაეროს საერთაშორისო ვაჭრობის სამართლებრივი კომისიის მიერ, შემუშავებული სხვადასხვა სახის ელექტრონული/უქაღალდო დოკუმენტაციის (სამოდელო კანონის ეროვნულ დონეზე იმპლემენტაციის მიზნით) ინსტიტუციონალური შესაძლებლობების განვითარების საკითხებს მიეძღვნა. ღონისძიება გახსნა და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვლადიმერ ხუნდაძემ. მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო ნათლად იკვეთება ვაჭრობისა და ვაჭრობასთან დაკავშირებული ნებისმიერი აქტივობების ციფრულ სივრცეში გადატანის უკიდურესი აუცილებლობა.

,,ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ელექტრონული ვაჭრობისა და საერთაშორისო „უქაღალდო" ვაჭრობის ნორმატიული ჩარჩოს დახვეწაზე. ამის ნათელი მაგალითებია ის ელექტრონული სერვისები, რომელთა მიღებაც მარტივად არის შესაძლებელი ჩვენ უწყებაში. ამასთან, ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ,  ციფრული/უქაღალდო ეკოსისტემის განვითარებას კერძო სექტორში, ხოლო სახელმწიფო სერვისების მიწოდება ამ მიმართულებით, კიდევ უფრო უნდა წავახალისოთ," - განაცხადა ვლადიმერ ხუნდაძემ.

მიმართვის დასასრულს, მან აზიის განვითარების ბანკის, საერთაშორისო სავაჭრო პალატისა და გაეროს საერთაშორისო ვაჭრობის სამართლებრივი კომისიის წარმომადგენლებს, ასევე  პროექტში მონაწილე ყველა პირს მადლობა გადაუხადა აქტიური თანამშრომლობისთვის.

შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ასევე ხაზი გაუსვა, მომდინარე წელს,  ADB-ს მხარდაჭერით,  განხორციელებულ პროექტს, რომელიც  ხელოვნური  ინტელექტის გამოყენებით საბაჟო ფორმალობების კიდევ უფრო სწრაფ და მარტივ შესრულებას ისახავს მიზნად.

სასტუმრო ,,თბილისი მარიოტში" გამართულ შეხვედრას საქართველოში აზიის განვითარების ბანკის დირექტორის მოადგილე კამელ ბუმადი, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია, უწყების სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინასთან ურთიერთობები ორმხრივი უნდა იყოს
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics