13:13 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-20 10:13:37, 1116 ნახვა

მსოფლიო
თეთრი სახლი - უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე პუტინის ვიზიტი მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთისთვის საქმე კარგად არ მიდის

უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე პუტინის ვიზიტი იმის მანიშნებელია, რომ მათ იციან, რუსეთისთვის საქმე კარგად არ მიდის,- ასე გამოეხმაურა თეთრი სახლის პრესსპიკერი კარინ ჟან-პიერი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვიზიტს.

მისი თქმით, შეერთებული შტატები არასოდეს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიებზე.

„ვიცი, რომ ის ცოტა ხნის წინ ეწვია დონბასის რეგიონს. ჩვენ ძალიან ცხადად განვაცხადეთ, რომ რუსეთს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიებზე ლეგიტიმური ან ლეგალური უფლება არ აქვს. ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვსაუბრობთ ამის შესახებ და გავაგრძელებთ ამის განმეორებას. ამიტომ, ჩვენ ასევე გავაგრძელებთ უკრაინისა და მისი მთავრობის მხარდაჭერას.

როგორც ჩანს, ბატონმა პუტინმა ეს ძალიან ნათლად იცის. ის, სავარაუდოდ, ცდილობს გაამხნევოს საკუთარი მოსახლეობა, რადგან იცის, რომ მისი არმია არასათანადოდ ასრულებს თავის ამოცანას და ცდილობს მიაღწიოს მიზნებს ამ შეჭრის გზით, რაც ჩვენ გასული წლის განმავლობაში ვნახეთ“,- დასძინა კარინ ჟან-პიერმა.

ცნობისთვის, 18 აპრილს რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინი ხერსონსა და ლუგანსკში იმყოფებოდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics