13:48 - 02 May, 2026
|
2023-04-18 10:41:40, 689 ნახვა
მსოფლიო
ბლინკენი - სუდანში აშშ-ის დიპლომატიურ ავტოკოლონას ცეცხლი გაუხსნეს
სუდანში ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიურ ავტოკოლონას ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. ბლინკენმა თავდასხმას „უგუნური, უპასუხისმგებლო და საფრთხის შემცველი“ უწოდა. „გუშინ, ამერიკულ დიპლომატიურ ავტოკოლონას ცეცხლი გაუხსნეს, ყველანი უსაფრთხოდ და უვნებლად არიან“, - აცხადებს სახელმწიფო მდივანი. აღსანიშნავია, რომ თავდასხმა განხორციელდა სუდანში ევროკავშირის ელჩზეც. შეგახსენებთ, სუდანში რამდენიმე დღეა ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება "სწრაფი მხარდაჭერის ძალებს" შორის შეტაკებები მიმდინარეობს. გაერო-ს მონაცემებით, დაღუპულია 185 ადამიანი, ხოლო დაშავებულთა რიცხვი 1 500-ს აჭარბებს. სუდანში იმყოფებიან საქართველოს მოქალაქეებიც, მათი ევაკუაცია ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
ფორმულა 1-ის ყოფილი მრბოლელი და სამგზის პარაოლიმპიური ჩემპიონი ალესანდრო ზანარდი გარდაიცვალა
მარჯანიშვილის თეატრიდან მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი და ეკა ნიჟარაძე გაუშვეს
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)