14:48 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-13 16:19:54, 1231 ნახვა

მსოფლიო
BAZA - მოსკოვში, საფრანგეთის საელჩომ მიიღო ამანათი, რომელშიც ცხოველების ძვლები იყო მოთავსებული

საფრანგეთის საელჩომ მოსკოვში მიიღო ამანათი ცხოველების ძვლებით. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია Unian-ი ტელეგრამის არხ BAZA-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, საელჩომ ამანათი გუშინ, 12 აპრილს მიიღო. 

მათივე ცნობით, გარეგნულად ეს იყო ჩვეულებრივი „რუსული ფოსტის“ პაკეტი, მაგრამ სტანდარტული სკანირების პროცედურის დროს, საელჩოს თანამშრომლებმა შიგნით პატარა ძვლები და ე.წ. შპრიცი აღმოაჩინეს.

"ახლაც და გასულ ზაფხულს, გამგზავნზე მითითებული იყო პიეტრო ნოტარიანი, თუმცა, ახალი ამანათი ძვლებით საელჩოში ჩამოვიდა არა ევროპიდან, არამედ ყირიმის ქალაქ სუდაკიდან",- წერს ტელეგრამ არხი BAZA.

გამოცემის ცნობითვე, მსგავსი ამანათები საფრანგეთის საელჩომ უკვე ორჯერ მიიღო. პირველად ივნისში, როდესაც ამანათში ძვლები იდო და თან ახლდა  წარწერა - "სუვენირები ყირიმიდან", ხოლო შემდეგ დეკემბერში, როდესაც ამანათში მკვდარი თაგვი და ობობა იდო.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბრის ბოლოს ევროპაში უკრაინის რამდენიმე საელჩომ უცნობი გამგზავნისგან უცნაური ამანათები მიიღო.

ჯერ ესპანეთში, უკრაინის საელჩოსთან ბომბით პაკეტი მივიდა, რომლის აფეთქების შემდეგად  უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი მსუბუქად დაშავდა. ამის შემდეგ, უკრაინის კიდევ რამდენიმე დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ მიიღო ამანათი ცხოველის თვალებით და სისხლის კვალით. კერძოდ, ასეთი შეტყობინებები მიიღეს საელჩოებმა: უნგრეთში, ნიდერლანდებში, პოლონეთში, ხორვატიაში, იტალიაში, საკონსულოებში ნეაპოლსა და კრაკოვში, ასევე საკონსულო ბრნოში (ჩეხეთი).





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ - გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
ტრამპი - ირანიდან დაბრუნებული ამერიკული ფლოტი კუბაზე თითქმის მაშინვე კონტროლს აიღებს
ფორმულა 1-ის ყოფილი მრბოლელი და სამგზის პარაოლიმპიური ჩემპიონი ალესანდრო ზანარდი გარდაიცვალა
მარჯანიშვილის თეატრიდან მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი და ეკა ნიჟარაძე გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics