12:15 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-20 14:24:12, 575 ნახვა

საზოგადოება
ამილახვარი - ჩემი მინისტრობის პერიოდში, პროფესიული განათლება გამოცხადდება პრიორიტეტულ მიმართულებად

ჩემი მინისტრობის პერიოდში, პროფესიული განათლება გამოცხადდება პრიორიტეტულ მიმართულებად,- ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.

მისი თქმით, დღეიდან აქტიურ კომუნიკაციას დაიწყებს განათლებისა და მეცნიერების დარგში ჩართულ ყველა ადამიანთან იმ პრობლემებზე და გამოწვევებზე სამსჯელოდ, რაც დღეს ამ დარგში გვაქვს.

"დღეიდან დავიწყებ აქტიურ კომუნიკაციას განათლებისა და მეცნიერების დარგში ჩართულ ყველა ადამიანთან, ბავშვებთან, მშობლებთან, ჩვენს დამსახურებულ და ღირსეულ მასწავლებლებთან, სკოლის ადმინისტრაციებთან, პროფესორებთან, მეცნიერებთან, სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან იმ პრობლემებზე და გამოწვევებზე სამსჯელოდ, რაც დღეს დარგში გვაქვს და მიღებული უკუკავშირის შედეგად მივიღებთ სწრაფ და მყისიერ გადაწყვეტილებებს ყველა პრობლემაზე საპასუხოდ.

ჩვენ გვინდა, რომ ყველაფერი საუკეთესო შევთავაზოთ ჩვენ შვილებს სკოლებში, დაწყებული ინფრასტრუქტურით, გაგრძელებული სასწავლო პროგრამით და საგანმანათლებლო რესურსებით. აუცილებლად შევქმნით ღირსეულ პირობებს ჩვენი დამსახურებული მასწავლებლებისთვის და ეს იქნება ის ნაბიჯი, რაც მნიშვნელოვანია ამ პროფესიის, ღირსების და პოპულარიზაციის ამაღლებისთვის.

აუცილებლად შევთავაზებთ დამატებით სოციალურ და ფინანსურ მხარდამჭერ მექანიზმებს ყველა მოტივირებულ, წარჩინებულ და წარმატებულ სტუდენტს, ვისაც აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება და ხელს შევუწყობთ მათ ამ პროცესში. მხარს დავუჭერთ უმაღლეს განათლებაში და პროფესიულ განათლებაში ერთობლივი, ორმაგი პროგრამების დანერგვას და განხორციელებას, ჩვენს ევროპელ და დასავლელ უცხოელ უნივერსიტეტებთან ერთად.

პროფესიული განათლება ჩემი მინისტრობის პერიოდში გამოცხადდება პრიორიტეტულ მიმართულებად და უახლოეს პერიოდში ჩვენ შემოგთავაზებთ იმ კონკრეტულ ხედვას, თუ როგორ ვაპირებთ ამ დარგის გარდაქმნას და რა კონკრეტულ და იოლი ფორმების მექანიზმებს შევთავაზებთ დამსაქმებლებს პროფესიულ განათლებაში ჩართულობისთვის",- განაცხადა ამილახვარმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ ჩხენკელს დღეიდან, გიორგი ამილახვარი შეცვლის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო
ერდოღანი: ევროპას თურქეთი უფრო სჭირდება, ვიდრე თურქეთს ევროპა
კოსტა: ევროპისთვის მნიშვნელოვანია სომეხი ხალხის თავისუფლების დაცვა, რათა მათ საკუთარი ბედი თავად აირჩიონ
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics