09:50 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-14 16:39:54, 745 ნახვა

პოლიტიკა
ბროუდერი - მიხეილ სააკაშვილი მოკვდება, თუ ციხიდან არ გაათავისუფლეს

მიხეილ სააკაშვილი მოკვდება, თუ ციხიდან არ გაათავისუფლეს, - ამის შესახებ "მაგნიტსკის აქტის" ავტორმა, ბილ ბროუდერმა სტრასბურგში გამართულ დისკუსიაზე განაცხადა.

როგორც ბროუდერმა აღნიშნა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ პოლიტიკურ ვენდეტას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ახორციელებს.

"მე არ ვიცნობდი მიხეილ სააკაშვილს პირადად, მაგრამ როგორც ყველამ, მეც ვიცოდი, როგორი რეფორმატორი იყო ის. განსაკუთრებით გაოგნებული კი, იმ წინააღმდეგობით დავრჩი, რომელიც მან 2008 წელს პუტინს გაუწია, როდესაც რუსეთი საქართველოში შეიჭრა. პუტინი იმდენად იყო მასზე გამწარებული, რომ საჯაროდ თქვა, რომ მას გენიტალიებით ჩამოკიდებდა და მას შემდეგ ის სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკურ ვენდეტას ახორციელებს. 2012 წელს სააკაშვილმა  შვიდობიანად გადააბარა ხელისუფლება, 2021 წელს კი ისევ დაბრუნდა სამშობლოში, რის შემდეგაც ის დააპატიმრეს შეთითხნილი პოლიტიკური ბრალდებებით, ციხეში კი მოწამლეს. ის ახლა სიკვდილის პირასაა. როდესაც მე მისი ფოტოები ვნახე, გაოგნებული ვიყავი იმიტომ, რომ სერგეი მაგნიტსკი გამახსენდა. მე ამის შესახებ ვისაუბრე და სააკაშვილმა წერილი მომწერა, რომელშიც დახმარება მთხოვა. სწორედ ამიტომ, ვარ აქ და მიმაჩნია, რომ ჩემი მოვალეობაა, მის გადარჩენაში წვლილი შევიტანო. ეს საჩქარო საქმეა, რადგან ის მოკვდება, თუ ციხიდან არ გაათავისუფლეს", - განაცხადა ბილ ბროუდერმა. 

ცნობისთვის, დისკუსიას, სახელწოდებით „პოლიტპატიმრები, რომელთა სიკვდილის ბრძანება გასცეს: კარა-მურზა, გორინოვი და მიხეილ სააკაშვილი“ ექსპრეზიდენტის დედა გიული ალასანია და შვილი ედუარდ სააკაშვილიც ესწრებოდნენ. სტრასბურგში მათთან ერთად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძეც იმყოფებიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
CNN: წელიწადნახევრის წინ ჩაძირული რუსული გემი შესაძლოა ჩრდილოეთ კორეისკენ მიემართებოდა, რომელსაც ბირთვული რეაქტორები გადაჰქონდა
რუბიო ჩინეთში სხვა სახელით გაფრინდა, რათა თავი აერიდებინა პეკინის დაწესებული სანქციებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics