|
2026-07-13 12:06:16, 261 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გაიმართა შეხვედრა თემაზე „მზის ენერგიის სექტორის განვითარება: ბაზრის ტენდენციები და პრაქტიკული ინსტრუმენტები“. ღონისძიება მიზნად ისახავდა განახლებადი ენერგეტიკის სფეროში არსებული შესაძლებლობების, დაფინანსების ინსტრუმენტებისა და ბაზრის მიმდინარე ტენდენციების გაზიარებას. შეხვედრაზე განიხილეს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ელექტროენერგიის ხარჯების შემცირების გზები, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მიმართულებით არსებული ტენდენციები, კაპიტალის მოზიდვის შესაძლებლობები და ბიზნესის პრაქტიკული გამოცდილება. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ გალტ & თაგარტის კვლევების დეპარტამენტის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს და მის მიერ დაფინანსებული საქართველოს რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების პროექტის (RSMEDP) წარმომადგენლები, ასევე ინდუსტრიის წამყვანი კომპანიების - Step Energy, Helios Energy, Envus, Shine Energy და Photomate - ხელმძღვანელები. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები პირველები გაეცნენ საქართველოს ბანკისა და RSMEDPის თანამშრომლობით შექმნილ ინსტრუმენტს, მზის პანელის სესხის კალკულატორს, რომელიც ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, გამოთვალონ დაზოგილი თანხა მზის პანელების ინსტალაციის და საკუთარი განახლებადი ენერგიის წარმოების შემთხვევაში. „საქართველოს ბანკისთვის მწვანე დაფინანსება ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს ჰქონდეს წვდომა არა მხოლოდ ფინანსურ რესურსებზე, ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებაზე. სწორედ ამიტომ ერთ სივრცეში გავაერთიანეთ სექტორის ლიდერები, ანალიტიკოსები და საერთაშორისო პარტნიორები, რათა ბიზნესმა მიიღოს ინფორმაცია იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელიც მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მიმართულებით არსებობს“, - განაცხადა თორნიკე კუპრაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა. საქართველოს ბანკი განაგრძობს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას როგორც სპეციალიზებული ფინანსური პროდუქტებით, ასევე საგანმანათლებლო და სადისკუსიო პლატფორმების შექმნით, რომლებიც საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარებას უწყობს ხელს.
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)