13:15 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-14 15:38:28, 793 ნახვა

პოლიტიკა
კახა ოქრიაშვილი - პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის დაწვის ორგანიზატორი „ქართული ოცნებაა“

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კახა ოქრიაშვილი პარლამენტთან აღმართული ევროკავშირის დროშის დაწვას ეხმიანება და ამბობს, რომ ქმედების ორგანიზატორი „ქართული ოცნებას“. 

ოქრიაშვილის თქმით, „ქართულ ოცნება“ დამარცხდება და ქვეყანას პროგრესული განვითარების საშუალება მიეცემა.

"ალტ-ინფო“ წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ „ქართული ოცნების“ რადიკალურ ფრთას. დღეს, პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის დაწვის ორგანიზატორი არის „ქართული ოცნება“, შემსრულებელი - „ოცნების“ რადიკალური ფრთა, „ალტ-ინფო“. „ქართულ ოცნებას“ დავამარცხებთ, გავუშვებთ ხელისუფლებიდან,  ქვეყანაც დამშვიდდება და პროგრესული განვითარების საშუალება მიეცემა",- ამბობს ოქრიაშვილი.   

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, პრორუსული მოძრაობა „ალტ-ინფოს“ წევრებმა პარლამენტთან აქცია გამართეს და ევროკავშირის დროშა დაწვეს. ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია, თუმცა ძალადობრივი ჯგუფისთვის ხელი არ შეუშლია. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოხსნისა და დაწვის ფაქტზე, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics