13:15 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-13 16:25:07, 1003 ნახვა

პოლიტიკა
არახამია ღარიბაშვილზე - მისი უახლოესი გარემოცვის ანგარიშები და ტრანზაქციები გამოქვეყნდება

უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამია საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებებს პასუხობს. 

არახამიას თქმით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს არ ესმის, რომ საქართველოში დემოკრატიის შენარჩუნება მთელი მსოფლიო საზოგადოების მთავარი ამოცანაა და აღნიშნავს, რომ პრემიერი ამას მაშინ გაიაზრებს, როდესაც "მისი უახლოესი გარემოცვის ანგარიშები და ტრანზაქციები გამოქვეყნდება".

"მთელ მსოფლიოს ესმის, რომ დემოკრატიის შენარჩუნება საქართველოში, რომლის ხელისუფლებაც სავსეა რუსი აგენტებით, მთელი მსოფლიო საზოგადოების მთავარი ამოცანაა. ქართველ ხალხს ეს ესმის, საქართველოში ათიათასობით ახალგაზრდას ესმის, მაგრამ პრემიერი თითქოს არ ესმის.

მე ვფიქრობ, რომ ის ამას მაშინ გაიგებს, როცა გამოქვეყნდება მისი უახლოესი წრის ანგარიშები და ტრანზაქციები. სამწუხაროა, რომ საქართველოში ამას არავინ გამოიძიებს, რადგან "ხელი ხელს ბანს".

P.S. ამ დრომდე აშინებენ ქართველ ერს იმით, რომ უკრაინას თითქოს საქართველოს ომში ჩართვა სურს. ჩვენ, როგორც არავის, გვესმის, რა არის ომი და რუსეთის გარდა ვერავის ვუსურვებთ ასეთ ტანჯვას. უკრაინას სურს თავის ქართველ ძმებთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანება და ძალიან მტკივნეულია იმის დანახვა, თუ როგორ მიდის საქართველოს ხელისუფლება საპირისპირო მიმართულებით",- წერს არახამია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics