21:25 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-21 23:45:47, 799 ნახვა

მსოფლიო
მოსკოვში სასტუმრო Moskabelmed-ს ცეცხლი გაუჩნდა

მოსკოვში, მეჟდუნაროდნაიას ქუჩაზე სასტუმრო Moskabelmed-ს ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა Info 24 ავრცელებს.

თექვსმეტსართულიანი კორპუსის მეხუთე სართულიდან კვამლი გამოდის. მეხანძრეებმა ხანძრისა და კვამლისგან 11 ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს, მათ შორის შვიდი ბავშვია.

არსებული ცნობებით, ხანძარი მეხუთე სართულზე ერთ-ერთმა სტუმარმა გააჩინა. მამაკაცმა საერთო დერეფანში ნივთებს ცეცხლი წაუკიდა.

დედაქალაქის ტრანსპორტის დეპარტამენტი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ხანძრის გამო საერთაშორისო ქუჩის გასწვრივ მოძრაობა გადაკეტილია.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და მიმდინარეობს ხალხის ევაკუაცია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნეს
ზელენსკი: გუშინ ბელარუსის მხრიდან საზღვარზე საკმაოდ უჩვეულო აქტივობა შეინიშნებოდა, საჭიროების შემთხვევაში, რეაგირებას მოვახდენთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics