10:49 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-10 21:11:08, 924 ნახვა

პოლიტიკა
ზახაროვა - რუსეთი მიესალმება სამმხრივ დიალოგს სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის, თუ ეს უსაფრთხოების განმტკიცებას ხელს შეუწყობს

რუსეთი მიესალმება სამმხრივ დიალოგს სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს მონაწილეობით, თუ ეს ხელს შეუწყობს კავკასიაში წინააღმდეგობის შემცირებას, რეგიონში კი სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას, - ამის შესახებ ყოველკვირეულ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

მისივე თქმით, მოსკოვმა არაერთხელ უთხრა თავის პარტნიორებს, რომ თითოეულ სახელმწიფოს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს იმ საერთაშორისო ფორმატებში, რომლებიც მის ინტერესებს აკმაყოფილებს და არ არის მიმართული მესამე ქვეყნების წინააღმდეგ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ერევანსა და ბაქოს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის საფუძველი სწორედ სამმხრივი შეთანხმებები გახდა.

„ეს მექანიზმი შესაძლებელს ხდის რეგიონის კიდევ უფრო ფართო სპექტრის ქვეყნების ინტერესების გაერთიანებას. ეს, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა მუშაობდეს არსებული წინააღმდეგობების აღმოფხვრაზე, სავაჭრო, ეკონომიკური, სატრანსპორტო, კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების განვითარებაზე, საერთო გამოწვევებთან და საფრთხეებთან საბრძოლველად“, - განაცხადა ზახაროვამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
გარდაბანში ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა
ივანიშვილის წარმომადგენელს სეფაშვილს ჰგონია, რომ სამთავრობო იმედისთვის აკრედიტაციის შეჩერება დემოკრატიის აკრძალვაა
აშშ-მ პოლონეთში 4000-ზე მეტი სამხედროს განთავსება გააუქმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics