10:49 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-10 17:23:33, 812 ნახვა

პოლიტიკა
ვარშავა საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის პოლონეთში სამკურნალოდ გადაყვანას სთავაზობს

პოლონეთის მთავრობა საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში სამკურნალოდ გადაყვანას სთავაზობს. გამოცემა Onet-ის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ ბრიუსელში, ევროსაბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, თუ საქართველოს ხელისუფლებას სურს, ევროპულ მისწრაფებებზე დადებითი პასუხის იმედი ჰქონდეს, ქვეყანამ აღნიშნული მიმართვა სერიოზულად უნდა მიიღოს.

“პოლონეთმა გამოთქვა ინიციატივა და მე ამ საკითხზე ბევრ სხვა პრემიერ-მინისტრს ვესაუბრე, რომ მივმართოთ საქართველოს ხელისუფლებას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაცემის თაობაზე, რათა მან პოლონეთში იმკურნალოს. ჩვენ გვეშინია, რომ მას საქართველოში, შესაძლოა, ყველაზე უარესი დაემართოს.

თუ საქართველოს სურს, თავის ევროპულ მისწრაფებებზე დადებითი პასუხის იმედი ჰქონდეს, მან ასევე სერიოზულად უნდა მიიღოს ეს მიმართვა, რომელსაც საბჭოს დიპლომატიური სამსახური უკვე ადგენს”, - აცხადებს მატეუშ მორავეცკი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
გარდაბანში ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა
ივანიშვილის წარმომადგენელს სეფაშვილს ჰგონია, რომ სამთავრობო იმედისთვის აკრედიტაციის შეჩერება დემოკრატიის აკრძალვაა
აშშ-მ პოლონეთში 4000-ზე მეტი სამხედროს განთავსება გააუქმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics