|
2023-02-07 17:23:41, 842 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ხვალიდან იქნება პროტესტი ყველგან - უნდა იცოდნენ პუტინის მსახურებმა, რომ წინ ძალიან მძიმე დღეები ელოდებათ
კარგად უნდა იცოდნენ პუტინის მსახურებმა - ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მარიონეტულმა რეჟიმმა, რომ ძალიან მძიმე დღეები ელოდებათ წინ, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. როგორც ხაბეიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, საპროტესტო აქციები დედაქალაქის გარდა, მუნიციპალიტეტებსა და სხვა დიდ ქალაქებშიც გაიმართება. "პროტესტი იქნება ყველგან, სადაც ეს ადამიანები იქნებიან და მშვიდობიანად, ლაღად, როგორც აქამდე აკეთებდნენ სხვადასხვა ადგილებში შეკრებას, სხვადასხვა ადგილებში ბრიფინგების გამართვას, ასე ვერ იქნება და ვერ გაგრძელდება. მე მინდა საზოგადოებას ვუთხრა - დღეს 21:00 საათზე საგანგებო განცხადება გაკეთდება პარტიაში. საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას საქართველოს სხვადასხვა რაიონში, ქალაქში კონკრეტულ ლოკაციებს, კონკრეტულ საათებს, დღეებს - ხვალიდან იქნება პროტესტი ყველგან, მათ შორის დედაქალაქში, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის სახლთან, ღარიბაშვილთან, ბრეგაძესთან, სახელმწიფო დაწესებულებებთან. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ეს პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ვართ ასეთ მდგომარეობაში, როცა პუტინის დავალებით კლავენ პუტინთან მებრძოლ მთავარსარდალს. ყოველდღიურ რეჟიმში სპეცდანიშნულების რაზმებით, პოლიციის ჯებირებით მოუწევთ დაძინებაც, გაღვიძებაც, ოღონდ არა მარტო მაღალი თანამდებობის პირებს, არამედ იმ ჩინოვნიკებს რაიონებსა და ქალაქებში, რომლებიც ამყარებენ რუსულ ოლიგარქიულ რეჟიმს. საზოგადოება კარგად უნდა ხვდებოდეს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ამ წუთას დამოკიდებულია ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი ნიშნავს იმას, თუ სად იცხოვრებენ ჩვენი შვილები - რუსეთში თუ ევროპაში... კარგად უნდა გაიგოს ხალხმა, რომ სააკაშვილის სიცოცხლე არ არის ვიწრო პარტიული ინტერესი", - განაცხადა ხაბეიშვილმა. შეგახსენებთ, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" საპროტესტო აქციები მას შემდეგ დააანონსა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ გუშინ, 6 თებერვალს მიიღო.
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
გარდაბანში ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა
ივანიშვილის წარმომადგენელს სეფაშვილს ჰგონია, რომ სამთავრობო იმედისთვის აკრედიტაციის შეჩერება დემოკრატიის აკრძალვაა
აშშ-მ პოლონეთში 4000-ზე მეტი სამხედროს განთავსება გააუქმა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)