|
2023-02-07 17:18:27, 789 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში არსებული ყველა ნიუანსი სააშკარაოზეა გამოტანილი
საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში არსებული ყველა ნიუანსი სააშკარაოზეა გამოტანილი,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილი კეზერაშვილის შექმნილი რევოლუციური კომიტეტის მძევლად აქციეს "საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში არსებული ყველა ნიუანსი სააშკარაოზეა გამოტანილი. კითხვებიც აღარ რჩება, ახლა შესაფასებელი მხოლოდ ისაა თუ ვინ როგორ აღიქვავს რეალობას. ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე, ე.წ. რადიკალური ოპოზიციის წიაღიდან (უფრო ქვესკნელი ეთქმის) ამოგვძახეს, რომ საქართველო მძევლად ყავთ აყვანილი და თუკი სააკაშვილს არ გაანთავისუფლებენ მძევალს ტანკებით გადაუვლიან. ამასთანავე, პირდაპირი გაგებით, სააკაშვილს არ აჭმევენ, უკრძალავენ სამედიცინო დანიშნულების შესრულებას, თან მოწამლულიაო, მაგრამ ექსპერტიზაზე არ თანხმდებიან, არც უცხოელი ექიმების ჩამოყვანაზე თანხმდებიან, თუნდაც სახელმწიფოს ხარჯზე. ათეულ ათასებს ხარჯავენ პიარზე სახელმწიფოს დისკრედიტაციის მიზნით. საქართველო ვერა, მაგრამ თავად სააკაშვილი კი მართლაც აქციეს კეზერაშვილის შექმნილი რევოლუციური კომიტეტის მძევლად. თავის მხრივ სააკაშვილიც, სადისტური მართველობის დაბრუნების ჟინით შეპყრობილი, თვითდაზიანებას ეწევა. ესაა უალტერნატივო რეალობა. ახლა ოპოზიციამ არჩევანი ორ გზას შორის უნდა გააკეთოს, ან ხაბეიშვილისა და სანიკიძის მთავარსარდლობით თბილისის ქუჩებში გამოვიდნენ და სისხლისღვაზე ლაპარაკით კიდევ უფრო შეაძულონ თავი საზოგადოებას, ან უარი თქვან საქართველოს ომში ჩართვის გეგმაზე, შექმნან სოციალურ ეკონომიკური განვითარების პროგრამა და არჩევნებისათვის დაიწყონ მზადება",- განაცხადა ვოლსკიმ.
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
გარდაბანში ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა
ივანიშვილის წარმომადგენელს სეფაშვილს ჰგონია, რომ სამთავრობო იმედისთვის აკრედიტაციის შეჩერება დემოკრატიის აკრძალვაა
აშშ-მ პოლონეთში 4000-ზე მეტი სამხედროს განთავსება გააუქმა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)