18:37 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-21 09:36:58, 1498 ნახვა

ომი უკრაინაში
ხარკოვის რეგიონში ოკუპანტებმა საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს - შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ ხალხი იყოს

ხარკოვის ოლქში, კუპიანსკის რაიონში რუსმა ოკუპანტებმა საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

მათივე ცნობით, რომ შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური მუშაობს და შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ ხალხი იყოს.

 

"კუპიანსკის რაიონის შევჩენკოვოს ურბანული ტიპის დასახლება - რუსებმა კვლავ ცეცხლი გაუხსნეს საცხოვრებელ კორპუსს. შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ ხალხი იყოს", - ნათქვამია ანგარიშში.

ცნობისთვის, რუსეთის სამხედრო არმია აგრძელებს ხარკოვის რეგიონის დაბომბვას. გასული დღის განმავლობაში კუპიანსკის, ჩუგუევსკის და იზუმსკის რაიონები დამპყრობლების საარტილერიო ცეცხლის ქვეშ იყო .

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება, რომ რუსებმა ორი სარაკეტო შეტევა განახორციელეს ქალაქ კუპიანსკის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.

17 ნოემბერს დამპყრობლებმა ხარკოვის რეგიონში კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
ნაციონალურმა მოძრაობამ ფასების სტაბილურობისთვის საკუთარი ხედვა წარადგინა
საქართველოს ბანკისა და Boxette-ის ერთობლივი შეთავაზება ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics