|
2022-11-07 14:11:04, 1655 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, კიდევ ერთ საქმეზე ეფექტიანი გამოძიების ჩატარება უზრუნველყო
პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. აღიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, 2022 წლის 28 აპრილს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „კვირიკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა, რაც არასათანადო მოპყრობის აკრძალვას გულისხმობს. გადაწყვეტილება შეეხება მოქალაქის მიმართ პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან ძალადობას და ფაქტის გამოძიებაში გამოვლენილ დარღვევებს, რის საფუძველზეც სახელმწიფომ ეფექტიანი გამოძიების ჩატარების ვალდებულება აიღო. "განახლებული გამოძიების ფარგლებში დამატებით იქნა მოპოვებული მტკიცებულებები,რომლის საფუძველზეც დადგინდა, რომ 2014 წლის 31 დეკემბერს, ქ.თბილისში, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მოძრაობის წესების დარღვევის გამო გააჩერეს ავტომანქანით მოძრავი პირი. მოქალაქესა და პოლიციის თანამშრომლებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება, მოქალაქის მიმართ პატრულის ეკიპაჟის ორივე წევრის მხრიდან ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. ძალადობის შედეგად დაზარალებულმა მიიღო სხეულის მრავლობითი დაზიანება. აღსანიშნავია, რომ მითითებული ფაქტზე 2015 წელს პასუხისგებაში იქნა მიცემული ბრალდებულის მეწყვილე პატრულ-ინსპექტორი, რომელიც სასამართლოს მიერ დამნაშავედ იქნა ცნობილი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ, განახლებული გამოძიების პირობებში საპატრულო პოლიციის ყოფილ თანამშრომელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, ჩადენილი ძალადობით. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს უკვე მიმართა. მოცემული ეტაპისთვის საქართველოს პროკურატურა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე აქტიურად აწარმოებს გამოძიებას არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე. მითითებული კატეგორიის საქმეებზე ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფა საგამოძიებო უწყებისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)