11:41 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-01 15:15:01, 1471 ნახვა

მსოფლიო
პენტაგონი უკრაინას 275 მლნ დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს უგზავნის

პენტაგონი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს უგზავნის. პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენელის განცხადებით, საუბარია საბრძოლო მასალასა და სხვა საშუალებებზე, რომელთა საერთო ღირებულება 275 მილიონი დოლარია.

კერძოდ, პაკეტში შედის:

დამატებითი საბრძოლო მასალა HIMARS-ებისთვის;

500 მაღალი სიზუსტის 155 მმ საარტილერიო ჭურვი;

1300-ზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო სისტემა (მრავალფუნქციური თავდასხმის იარაღი SMAW, AT4);

125 Army Humvee-ის სატვირთო;

ოთხი სატელიტური საკომუნიკაციო ანტენა.

მისივე თქმით, HIMARS უკრაინელებს ბრძოლის ველზე ვითარების შეცვლაში მნიშვნელოვნად ეხმარება.

შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკვე გამოყო 25 მილიარდ დოლარზე მეტი უკრაინის დასახმარებლად.

1-ელ ოქტომბერს ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინისთვის დამატებით 12,3 მილიარდ დოლარზე მეტის დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.

ამასთან, 4 ოქტომბერს ბაიდენმა უკრაინის ახალი 625 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ გამოაცხადა.

ოქტომბრის შუა რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას საბრძოლო მასალისა და Humvee სამხედრო სატვირთოებს გაუგზავნის, როგორც 725 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტის ნაწილი.

აღსანშნავია, რომ 24 თებერვლიდან შეერთებული შტატების მიერ გაწეული დახმარების მთლიანმა მოცულობამ 17,5 მილიარდს მიაღწია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
თურქეთმა რუსეთთან ვაჭრობის მკვეთრი შემცირების შესახებ განაცხადა
ჟურნალისტებისთვის საქართველო არ წარმოადგენს უსაფრთხო ადგილს პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის - საია
Politico: ტრამპი კუბის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებებს განიხილავს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics