11:41 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-31 16:43:46, 1361 ნახვა

მსოფლიო
პუტინი ფაშინიანს - ყარაბაღის კონფლიქტი როდისმე უნდა დასრულდეს, მე ვიცი, რომ თქვენ ამის პოლიტიკური ნება გაქვთ

ყარაბაღის კონფლიქტი როდისმე უნდა დასრულდეს, მე ვიცი, რომ თქვენ ამის პოლიტიკური ნება გაქვთ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სოჭში სომხეთის პრეზიდენტთან,  ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე განაცხადა.

რუსული პროპაგანდისტული მედიის "რია ნოვოსტის" ცნობით, პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა მთავარი ამოცანა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაა. 

„ჩვენ ვხედავთ ჩვენი კოლეგების მიდგომას იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე და ყარაბაღის გარშემო. ეს კონფლიქტი უკვე ათობით წელია გრძელდება, ასე რომ, როდისმე უნდა დასრულდეს, ეთანხმებით ამას? მე ვიცი, რომ თქვენ გაქვთ ამის პოლიტიკური ნება და ჩვენ მას ყველანაირად ვუჭერთ მხარს“, - განაცხადა პუტინმა.

ცნობისთვის, ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრა  სოჭის სანატორიუმ „რუსში“ დღეს გაიმართა. დღესვე დაგეგმილია რუსეთ-სომხეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი სამიტი, რომელზეც ლიდერები ყარაბაღში სიტუაციის დარეგულირებაზე იმსჯელებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
თურქეთმა რუსეთთან ვაჭრობის მკვეთრი შემცირების შესახებ განაცხადა
ჟურნალისტებისთვის საქართველო არ წარმოადგენს უსაფრთხო ადგილს პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის - საია
Politico: ტრამპი კუბის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებებს განიხილავს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics