13:30 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-28 15:53:23, 1147 ნახვა

მსოფლიო
შტაინმაიერი - უკრაინაში რუსეთის შეჭრამ მოსკოვთან გერმანიის ურთიერთობაში „ეპოქალური ბზარი“ გააჩინა

უკრაინაში რუსეთის შეჭრამ, მოსკოვთან გერმანიის ურთიერთობაში "ეპოქალური ბზარი" გააჩინა, - ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა.

შტაინმაიერის თქმით, ამ ომმა საბჭოთა კავშირის პრეზიდენტის, მიხაილ გორბაჩოვის ოცნება „საერთო ევროპულ სახლზე“ დაანგრია.

„როდესაც ჩვენ ვუყურებთ დღევანდელ რუსეთს, ძველი ოცნებებისთვის ადგილი აღარ რჩება. ჩვენი ქვეყნები დღეს ერთმანეთის წინააღმდეგ დგანან. ამ ყველაფერმა გერმანიაც სხვა რეალობაში ჩააგდო, დაუცველობაში, რომელიც გვეგონა, რომ დავძლიეთ“, - განაცხადა შტაინმაიერმა.

შეგახსენებთ, გერმანიის პრეზიდენტი  25 ოქტომბერს უკრაინაში ჩავიდა. 

„მე გეთანხმებით თქვენ, რომ საჭიროა სამართლიანი მშვიდობა. მშვიდობამ, რომელიც პუტინს სურს, შესაძლოა, ახალი ომი გამოიწვიოს“, - ასე მიმართა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრისას.

ვიზიტის დროს, ჩერნიგოვის რეგიონში, ქალაქ კორიუკოვკაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს საჰაერო განგაშის დროს თავშესაფარში გადასვლაც მოუწია. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics