13:32 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-27 17:14:58, 1281 ნახვა

მსოფლიო
რუსეთი ლგბტქ თემისა და სექსუალურ უმცირესობებთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებას კრძალავს

რუსეთის სახელმწიფო დუმამ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტების რომელიც „ლგბტ პროპაგანდას“ კრძალავს.

კანონის მიხედვით იკრძალება ლგბტ თემისა და სექსუალურ უმცირესობებთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელება.

კანონპროექტის მიხედვით, სიახლეები შეეხება: ინტერნეტს, მედიას, წიგნებს, აუდიოვიზუალურ სერვისებს, კინოსა და რეკლამას.

ასევე იკრძალება არატრადიციული სექსუალური ურთიერთობები, მათ შორის პედოფილიის პროპაგანდა რუსეთის მოქალაქეებს შორის, როგორც მოზარდებში ასევე არასრულწლოვნებში.

ინიციატივების თანაავტორი დუმის 390 დეპუტატი, მათ შორის ფრაქციის ყველა ლიდერი და ვიცე-სპიკერი იყო.

„ლგბტ პროპაგანდისთვის“ დაწესებულია ჯარიმები:

  • მოქალაქეებისთვის - 50 ათასი - 400 ათასი რუბლი;
  • თანამდებობის პირებისთვის - 100 ათასი - 800 ათასი რუბლი;
  • იურიდიული პირებისთვის -  800 ათასი - 5 მილიონი რუბლი ან საქმიანობის შეჩერება 90 დღემდე.

პედოფილიის პროპაგანდისთვის დაწესებულია ჯარიმები:

  • მოქალაქეებისთვის - 200 - 800 ათასი რუბლი;
  • თანამდებობის პირებისთვის - 400 - 2 მილიონი რუბლი;
  • იურიდიული პირებისთვის - 1 მილიონი - 10 მილიონი რუბლი ან საქმიანობის შეჩერება 90 დღემდე.

ლგბტ-ის დემონსტრირება და ინფორმაცია, რომელიც ხელს უწყობს მოზარდებში სქესის შეცვლას, გამოიწვევს ჯარიმას:

  • მოქალაქეებისთვის - 50 - 200 ათასი რუბლი;
  • თანამდებობის პირებისთვის - 100 - 400 ათასი რუბლი;
  • იურიდიული პირებისთვის - 800 ათასი - 4 მილიონი რუბლი ან საქმიანობის შეჩერება 90 დღემდე.

გარდა ამისა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის კანონპროექტი ითვალისწინებს რუსეთის ფედერაციიდან ადმინისტრაციულ გაძევებას.

ცნობისთვის, 20 ოქტომბერს სახელმწიფო სათათბიროში შევიდა კანონპროექტები „ლგბტ პროპაგანდის“, პედოფილიის აკრძალვისა და ამ დარღვევებისთვის დაჯარიმების შესახებ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics