13:32 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-26 09:55:07, 1018 ნახვა

მსოფლიო
ბლინკენმა და სტოლტენბერგმა უკრაინის დახმარებასა და რუსეთის ცრუ ბრალდებებზე იმსჯელეს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთში გაკეთებულ განცხადებას უკრაინის მიერ ე.წ ბინძური ბომბის გამოყენების შესახებ ტყუილს უწოდებს.

მისი თქმით, ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან საუბრისას, მათ უკრაინისთვის სამომავლო დახმარების გაწევაზე ისაუბრეს და დაგმეს რუსეთის ცრუ ბრალდებები უკრაინასთან დაკავშირებით.

„დღეს ვესაუბრე ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს. ვისაუბრეთ უკრაინისთვის სამომავლო დახმარების გაწევაზე და დავგმეთ რუსეთის ცრუ ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა საკუთარ ტერიტორიაზე „ბინძური ბომბის“ გამოყენებისთვის ემზადება“,-  წერს ბლინკენი.

შეგახსენებთ, რომ 23 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგი შოიგუმ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებთან საუბრის დროს განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ „პროვოკაციას“ გეგმავს და „ბინძური ბომბის“ გამოყენებას აპირებს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics