14:37 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-24 17:28:24, 1046 ნახვა

მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი გახდება

ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ახალ ლიდერად რიში სუნაკი აირჩიეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მალე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გახდება. 

რიში სუნაკმა თემთა პალატაში კონსერვატიული დეპუტატების უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა. მისმა კონკურენტმა, თავდაცვის ყოფილმა მდივანმა და თემთა პალატის ლიდერმა პენი მორდაუნტმა ვერ მიიღო საჭირო 100 ხმა, რის შემდეგაც  გამოაცხადა, რომ ის „რბოლას ტოვებს“.

გარდა ამისა, კონსერვატიულმა ხელმძღვანელობამ უკვე დაადასტურა, რომ ის რჩება პარტიის ლიდერის ერთადერთ კანდიდატად და შესაბამისად, ის ავტომატურად გახდება დიდი ბრიტანეთის მომდევნო პრემიერი.

მეფე ჩარლზ III, სავარაუდოდ, მას ამ კვირაში დანიშნავს მთავრობის მეთაურად.

შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა გადადგომის შესახებ განცხადება 20 ოქტომბერს გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა: „ვაღიარებ, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, არ შემიძლია იმ მანდატის შესრულება, რომლის გამოც ამირჩია „კონსერვატიულმა პარტიამ“.

ამასთან პრემიერობისთვის იბრძოდა, ბრიტანეთის ტოფილი პრემიერი-მინისტრი ბორის ჯონსონიც, რომელმაც კენჭისყრაზე საბოლოოდ უარი განაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics