2022-10-24 16:16:25, 1108 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - მივაღწევთ ჩვენს საზღვარს, მის ყველა მონაკვეთს, ვნახავთ ჩვენს მესაზღვრეებსა და მტრის ზურგს
ჩვენი გზა გამარჯვებისკენ ადვილი არ არის, მაგრამ დარწმუნებული ვართ, ჩვენ ამას გავუმკლავდებით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, უკრაინელი ხალხი"მტრის ზურგს" ნახავს და ოკუპანტებს ქვეყნის მთელი ტერიტორიიდან განდევნის.
"მივაღწევთ ჩვენს საზღვარს, მის ყველა მონაკვეთს. ვნახავთ ჩვენს მესაზღვრეებსა და მტრის ზურგს; ვნახავთ როგორ უბრწყინავს ჩვენს ხალხს თვალები და ოკუპანტებს ქუსლები. ეს ჩვენი ერთობლივი გამარჯვება იქნება", - აცხადებს ზელენსკი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,