2022-10-23 15:53:31, 1368 ნახვა
მსოფლიო
ირკუტსკში სამხედრო თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს დაეცა - დაღუპულია 2 მფრინავი
ციმბირში, ქალაქ ირკუტსკში სამხედრო თვითმფრინავი ორსართულიან საცხოვრებელ სახლს დაეცა. ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა, იგორ კობზევმა განაცხადა.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს რეგიონულ შტაბში აცხადებენ, რომ შემთხვევის შედეგად 2 მფრინავი დაიღუპა. სამოქალაქო მოსახლეობას შორის მსხვერპლი არ ყოფილა.
რეგიონული შტაბის ინფორმაციით, Су-30 საცდელი ფრენის დროს ჩამოვარდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,