15:29 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-19 17:58:06, 1339 ნახვა

მსოფლიო
თავდაცვის მინისტრი - ისრაელი უკრაინას სამხედრო შეიარაღებას არ გაუგზავნის

ისრაელი უკრაინას სამხედრო შეიარაღებას არ გაუგზავნის, მაგრამ შეუძლია, შექმნას სამოქალაქო ადრეული გაფრთხილების სისტემა, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა მას შემდეგ, რაც უკრაინამ თქვა, რომ  ისრაელს, საჰაერო თავდაცვის სისტემების - როგორიცაა რკინის გუმბათი - შესაძენად, ოფიციალურ ნოტას წარუდგენდნენ.

ბენი განცმა ასეთი ნაბიჯი გამორიცხა. 

„ისრაელი ახორციელებს უკრაინის მხარდაჭერის პოლიტიკას ჰუმანიტარული დახმარებით, სიცოცხლის გადარჩენის სისტემებითა და თავდაცვითი აღჭურვილობით, თუმცა მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ისრაელი არ გადასცემს უკრაინას შეიარაღების სისტემებს სხვადასხვა ოპერატიული მოსაზრებების გამო. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ჩვენი შეზღუდვების ფარგლებში, როგორც ამას ვაკეთებდით აქამდე. დახმარების გაფართოებისა და სამაშველო აღჭურვილობის მიწოდების ფარგლებში, უკრაინის წარმომადგენლებთან საუბრის შემდეგ, ჩვენ მივმართეთ მათ მონაცემებისთვის, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, დაგვეხმაროს ისეთი ჭკვიანი განგაშის სისტემის მშენებლობასა და მიწოდებაში, როგორიც არის ისრაელში საჰაერო და სხვა საფრთხეების წინააღმდეგ. ასეთ სისტემას ექნება უპირატესობა მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის გადასარჩენად", - განაცხადა ბენი განცმა.

შეგახსენებთ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ გუშინ განაცხადა, რომ უკრაინა ისრაელს საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემას  სთხოვს და ოფიციალურ ნოტას უგზავნის.

კულებას თქმით, ისრაელს დიდი ხანია მოუწოდებენ, საჰაერო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისთვის გაიხნას. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics