2022-10-14 10:59:09, 970 ნახვა
მსოფლიო
11 წლის ბიჭი, რომელიც მიკოლაევში დაბომბილი კორპუსის ნანგრევებიდან ამოიყვანეს, გარდაიცვალა
11 წლის ბიჭი, რომელიც მაშველებმა მიკოლაევში დაბომბილი კორპუსის ნანგრევებიდან გუშინ, 13 ოქტომბერს ამოიყვანეს, გარდაიცვალა.
აღნიშნულ ინფორმაციას მიკოლაივის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიტალი კიმი ავრცელებს.
ბიჭი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ დაიღუპა. მან დაბომბილი კორპუსის ნანგრევებში 6 საათი გაატარა.
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის სამხრეთში მდებარე ქალაქი მიკოლაევი S-300 რაკეტებით დაბომბეს. მაშველები ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,