17:30 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-13 13:19:57, 691 ნახვა

მსოფლიო
გაიდაი - ოკუპანტები ცდილობენ, ლუგანსკის რეგიონის დეოკუპირებული სოფლები გაანადგურონ

რუსი ოკუპანტები ცდილობენ, გაანადგურონ ლუგანსკის რაიონის სოფლები, რომლებიც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ახლახან გაათავისუფლეს, - ამის შესახებ რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა.

მისი თქმით, ლუგანსკის ოლქის ხელისუფლება და საერთაშორისო პარტნიორები მზად არიან, დახმარება გაუწიონ იმ დასახლებებს, რომლებიც მომავალში ოკუპანტებისაგან განთავისუფლდებიან.

„დეოკუპაცია დაიწყო. რუსული არმია როცა ხვდება, რომ ტერიტორიას კარგავს, გარდა იმისა, რომ იჭრება, აშენებს სიმაგრეებს, აზიანებს ტექნიკას, აფეთქებს ხიდებს, ნაღმავს ყველაფერს ირგვლივ, ასევე ისვრის. ისინი ესვრიან დეოკუპირებული სოფლებს არტილერიით, ტანკებით და ყველაფრით, რაც მათ აქვთ. მიწასთან ასწორებენ ყველაფერს, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევა შეაჩერონ“, - აცხადებს გაიდაი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვოლოდიმირ ზელენსკი ერევანში ევროკავშირის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა
ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა 2 ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics