13:37 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-12 17:59:30, 1682 ნახვა

ომი უკრაინაში
რა სანქციები შეიძლება დააწესოს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ - უკრაინაში მეცხრე პაკეტზე მსჯელობენ

უკრაინის პრეზიდენტის ოფისში მსჯელობენ იმის შესახებ, თუ რა სანქციების შეიძლება დააწესოს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ მეცხრე პაკეტში.

როგორც ზელენსკის უწყების უფროსის მოადგილემ, იგორ ჟოვქვამ განაცხადა, "იქნება ისეთი რამ, რაც წინა პაკეტებში არ იყო შეტანილი". 

"იქნება ისეთი რამ, რაც წინა პაკეტებში არ იყო შეტანილი. მაგალითად, ზოგიერთი რუსული და ბელორუსული ბანკი ჯერ კიდევ არ არის გათიშული SWIFT-დან, განსაკუთრებით, მაგალითად, გაზპრომბანკი. ან, მაგალითად, ფასის ლიმიტი  ნავთობისთვის. ასევე, წინა პაკეტებში ჯერ არ იყო შეზღუდვები რუსულ გაზზე“, - განაცხადა მან.

გარდა ამისა, მისი თქმით, ჯერ კიდევ არ არის აკრძალული რუსული გემების ევროპულ პორტებში შესვლა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ასევე, ევროპის ქვეყნებში რუსებს შესვლის შესაძლებლობის ჩამორთმევა, ანუ ვიზების გაცემა მთლიანად ყველა კატეგორიისთვის - ეს ასევე არ შედიოდა წინა პაკეტებში.

ჟოვქვამ აღნიშნა, რომ სანქციების პაკეტების საბოლოო წინადადებებს ევროკომისიას შესთავაზებს.

„დარწმუნებულები ვართ, რომ შემდეგი პაკეტი უფრო ძლიერი იქნება“, - დასძინა მან.

OP-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მუშაობა ასევე მიმდინარეობს ბელარუსის რესპუბლიკის წინააღმდეგ სანქციებზე.

შეგახსენებთ, რომ 6 ოქტომბერს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი დაამტკიცა .





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
სომხეთის პრემიერის სპიკერი უარყოფს ცნობებს საქართველოსთვის სოფლის გადაცემაზე შეთანხმების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics